სამოქალაქო უფლებებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი


საფრანგეთის პოზიცია - თემა:  ლოიალური კანონმდებლობა და კრიმინალთან ბრძოლის ხერხები.


ძვირფასო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ოფიციალური პარიზის სახელით და მაქვს პატივი წარმოვადგინო ქვეყნის პოზიცია ლოიალურ კანონმდებლობასა და კრიმინალთან ბრძოლის შესახებ.
       საფრანგეთს აქვს დანაშაულის იგივე მაჩვენებელი,  როგორიც სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოებს და ამასთან  საერთო დანაშაულებები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დანაშაულის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა ბოლო ათწლეულში : ყოველ წელს პოლიციაშ შედის დაახლოებით 18 მილიონი შეტყობინება დანაშაულის თაობაზე ,საიდანაც 5 მილიონი აისახება დანაშაულის შესახებ ოფიციალურ ანგარიშში,  1,300,000 სამართლებრივი პროცედურებით და 650,000 საქმე მიდის სასამართლომდეც, თუმცა ნახევარზე მეტი საქმეები წარმოების გარეშე მთავრდება.
      ასეთი მონაცემები მუშავდება 2003 წლიდან , როდესაც მთავრობამ შექმნა სადამკვირვებლო ეროვნული დე ლა დენინიკანსი და მხოლოდ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2006 წლის თებერვლიდან.
       უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებამ არ გამოიწვია დანაშაულობის ზრდის შეჩერება, ხოლო საპატიმროები გადავსებულია 60 000 პატიმრით, რაც თითქმის 12000 ით მეტია, ციხეებში განსათავისებელი პირების ზღვრულ ოდენობაზე. ზოგიერთ საპატიმროში თითქმიის ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ციხე იყო განკუთვნილი/. პატიმრობამისჯილ პირთა  35 პროცენტზე მეტი ახერხებს პატიმრობისგან თავის არიდებას, და 1160  პირი პირობით მსჯავრდებულია და ელექრონული ბრასლეტის მატარებელი. საფრანგეთში არ არის სიკვდილით დასჯა და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 30 წელია.
       მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი დანაშაული ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ, ძალადობრივი დანაშაული იზრდება განსაკუთრებით ელი-დე-ფრანსში. საფრანგეთში იზრდება ხულიგნობა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალაქში აღნიშნული სახის დანაშაული იშვიათი მოვლენაა. 2001 წლიდან, უსაფრთხოების სისტემა უკვე ფუნქციონირებს სკოლებსა საჯარო და ოფიციალური შენობების შესასვლელებში. დანაშაულისთვის ყველაზე ცუდი ადგილია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, განსაკუთრებით მარსელისა და ნიცის მიდამოებში, სადაც დანაშაულთა უმრავლესობა დაკავშრებულია  რეკეტთან და ნარკოტიკების ვაჭრობასთან. მარსელი ცნობილია, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ცენტრი, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, ყაჩაღობა და პროსტიტუცია. აგრეთვე გახშირდა ურბანულ დანაშაულისას იარაღის გამოყენების შემთხვევები და  ბანდიტური მკვლელობები, განსაკუთრებით მარსელსა და კორსიკაში, სადაც სეპარატისული ჯგუფები ბოლო წლებში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
      საფრანგეთში არალეგალური მიგრანტების რაოდენობა დიდი, რადგან მთავრობა უქმნის ხელსაყრელ პირობებს. დოკუმენტის მიწოდების შემდეგ სადაც წერია, რომ იმიგრანტია მას უყოფენ საცხოვრებელ ადგილს, იგი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთებით და შეუძლია იმუშაოს სახელმწიფოს მიერ განკუთვნილ ადგილებშ, თუ კი შეიმჩნევა სხვა სფეროში დეპორტირებული იქნება . საფრანგეთში იმიგრანტები ხმელთაშუაზღვის გადაცურვით ხვდებიან, რაშიც სპეციალური ხალხი ეხმარება დიდი თანხის გადახდის შემდეგ, მაგრამ ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა და ამიტომ მცირე ნაწილი გზაშივე იღუპება. მიგრანტების დიდი რაოდენობა თურქები არიან.
კანონი მოიცავს რამოდენიმე ღონისძიებას, რაც პირველად იქნება სანქციონირებული საგანგებო შეთანხმების ფარგლებში. ისინი ადგენენ სახლების უფრო მარტივ მოძებას და ხალხსი შეზღუდვას თავისი მშობლიური ქალაქების ფარგლებით, სასამართლოსტან შეთანხმების გარეშე. საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ამ ნაბიჯს იწონებს, თუმცა მას აკრიტიკებენ უფლებათმცველი ჯგუფები. საგანგებო მდგომარეობა პირველად შემოღებული იქნა 2015 წლის 13 ნოემბერს, როცა ISIS- ეგწოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოკლეს 130 ადამიანი პარიზში. ამის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელებული იქნა 6ჯერ, მაგრამ მიღწეული იქნა კონსესუნსი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება არადემოკრატიული იქნებოდა, იტყობინება BBC პარიზიდან. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საშიშროების ხარისხი კვლავაც მაღალია და ისინი ისევე იმყოფებიან საომარ მდგომარეობაში. ახალი კანონი უფლებას მისცემს მთავრობის წევრებს და არა სასამართლოს, დაამტკიცოს ცალკეულ პირთა შეზღუდვა მათი მშობლიური ქალაქების ფარგლებში, და მოითხოვონ პოლიციაში გამოცხადება ყოველდღე. ხელისუფლებას მიეცემა უფლება დაადგინოს უსაფრთხოების პარამეტრები ისეთი ადგილების ირგვლისვ, რომლებიც ითვლება საფრთხის ქვეშ მყოფად, - მაგ. რკინიგზის სადგურები და აეროპორტები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ხალხისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძებნა. მეჩეთები და სხვა საკულტო ადგილები შესაძლებელია დაიხუროს, თუგამოვლინდება, რომ მქადაგებლები პროპაგანდას უწევენ რადიკალურ იდეოლოგიას. Le Figaro-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 57% ეთანხმება სამართლის სფეროში ღონისძიებების განმტკიცებას, მაგრამ საფრანგეთის Human Rights Watch-ის დირექტორი აცხადებს, რომ საფრანგეთი თანდათანობით „ასუსტებს“ სასამართლო ზედამხედველობას ტერორიზმთან ბრძოლაში და „საგანგებო უფლეგამოსილებათა ნორმალიზება გადადის ახალ დონეზე“.

მადლობა ყურადღებისთვის.




Комментариев нет:

Отправить комментарий