უშიშროების კომიტეტი

საფრანგეთის წარმომადგენელი


მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონები. მაქვს პატივი წარვადგინო ოფიციალური საფრანგეთის პოზიცია ტერორიზმთან დაკავშირებით.
  საფრანგეთი უდიდესი სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში. საფრანგეთს აქვს დიდი ძალაუფლება ძლიერი კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ზეგავლენით ევროპასა და მთელს მსოფლიოზე.
საფრანგეთის  კანონმდებლობის  თანახმად,  ნებისმიერი  სერიოზული  ძალადობა,  რომელიც  ჩადენილია "საზოგადოებრივი  წესრიგის  სერიოზულად  დარღვევისა  და  დაშინების გზით", არის ტერორიზმის აქტი.
საფრანგეთი  არც თუ  ისე ხელწამოსაკრავი ქვეყანაა უსაფრთხოებისა და სპეცდანიშნულების  სამსახურების ძლიერების  საკითხში. ბევრისგან განსხვავებით, ფრანგებს ტერორიზმთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვ .
·         პირველი ფრანგული კონტრტერორისტული კანონმდებლობა მიღებულ იქნა 1986 წელს.
·         კანონი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  (შემოკლებითLCT (LOW COUNTER-TERRORISME)) არის 2006 წლის საფრანგეთის კონტრტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და საზღვრის კონტროლის გაძლიერებასკანონმდებლობა 2006 წლის 23 იანვარს ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით. . კერძოდ, კანონი გაზარდა სადამსჯელო ზომები ტერორისტულ გაერთიანებებზე  და ხელისუფლებას მიეცა მეტი წვდომა პირად მასალებზე.
უნდა აღინიშნოს , რომ 1979 წელს, როდესაც მექაში საუდელმა ტერორისტებმა აიღეს ე.წ. დიდი მეჩეთი - "ალ მასჯიდ ალ ჰარამ", სწორედ ფრანგული ანტიტერორისტული სპეცსამსახური (Groupe d’Intervention de la Gendarmerie Nationale (GIGN)) მიიწვია საუდის მთავრობამ დახმარებისათვის.  1994 წელს კი იმავე სპეცსამსახურის წევრებმა მოახერხეს Air France 8969 რეისის 229 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლის და ეიფელის კოშკის აფეთქებისგან გადარჩენა.
ფრანგული სპეცსამსახურების ეფექტურობაზე კითხვის ნიშნის დასმა რთულია. პარიზის საკონცერტო დარბაზის ოპერატიული და მინიმალური მსხვერპლით ჩავლილი შტურმიც ამას ადასტურებს.
მაგრამ მიუხედავად საფრანგეთშიც ხდება ტერაქტები და საკმაოდ ხშირადაც.
საფრანგეთში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა.
·         2015 წლის იანვარში, სატირულ გაზეთ „შარლი ებდოზე“ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
·         ამავე წლის ნოემბერში, 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ტერაქტების სერიის შედეგად პარიზში – ყველაზე მასშტაბური, მათ შორის საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ თავდასხმა იყო, სადაც ამერიკული როკ–ჯგუფის კონცერტზე 90 ადამიანი დაიღუპა.
·         2016 წლის ივლისში, ბასტილიის აღების დღესასწაულზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სატვირთო ავტომანქანა ხალხში შევარდა. ტერაქტის შედეგად 80–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დასავლური სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემად ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (ISIS) მიიჩნევა.
ISIS აქტიურად ცდილობს შეასრულოს თავისი მთავარი მიზანი სუნიტური სახელმწიფოს შექმნა შარიათის რადიკალური წესების დაცვით. შესაბამისად მას პასუხისმგებლობა ეკისრება მრავალი ადამიანის სასტიკ წამებასა და არაადამინურ მოპყრობაში და იმ სისხლისმღვრელ ტერორისტულ აქტებში, რასაც იგი ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ახორციელებს.
დასავლეთი უნდა გაუსწორდეს მის წინ არსებულ პრობლემებს და დაუფარავად უნდა დაარქვას ყველაფერს თავის სახელი. ისლამისტური იდოლოგია პრობლემაა და პრობლემაა იმის გამოც, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
საფრანგეთს სამხედრო ძალები ქვეყნის შიგნით ჰყავს მობილიზებული, რათა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებისგან ქალაქების უსაფრთხოება დაიცვას. ამდენად,საფრანგეთს სურს, რომ ნატოს და ევროკავშირს ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ და გაწეულ ყველა ღონისძიებაში ბოლომდე ენდოს და სოლიდარობა გამოუცხადოს. კონკრეტულად, ნატოსთან მიმართებით, პარიზს სურს, რომ ალიანსმა მხარი დაუჭიროს საფრანგეთს, გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები და კიდევ უფრო მოქნილი გახადოს ძალთა განთავსების მექანიზმები.

მადლობა ყურადღებისთვის.

სირიის დელეგატი

მოგესალმებით პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, დელეგატებო. მოხარული ვარ, რომ სირიის წარმომადგენლობა მხვდა წილად. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყნის პოზიციების დაფიქსირება და დაცვა. განვიხილავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს : ტერორიზმსა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს.
მოგეხსენებათ, რომ ტერორიზმი ეს არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ეს არის შანტაჟი, რათა შიში ჩაენერგოს მოწინააღმდეგეს. დღესდღეობით ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად შესამჩნევია ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.
მოგეხსენებათ ჩემ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, სირიას, სირიის ოპოზიციათა და ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს შორის, რომელსაც ეწოდება სირიის სამოქალაქო ომი, ასევე მოიხსენიება როგორც  სირიის კრიზისი. ეს ომი უბრალო საპროტესტო აქციით დაიწყო 2011 წლის 15 მარტს, რომელიც აღვნიშნავ აპრილისთვის სრულიად მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენთვის ასეთი აგრესიული საპროტესტო აქცია სავალალო მდგომარეობის მომტანი იყო, მივმართეთ ზომებს რომ ჩაგვეშხო მიმდინარე აქცია, მაგრამ ცალმხრივი შეიარაღებული დაპირისპირება გადაიზარდა ორმხრივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელიც გავრცელდა არაერთ ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქ მონაწილეობას ამჟამად უკვე ღებულობს რამოდენიმე ტერორისტული ორგანიზაციები, მაგრამ მივიჩნევ რომ ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ალ-კაედას ორგანიზაციას, ასევე რა თქმა უნდა „ისლამური სახელმწიფო“ IშIშ - ის ორგანიზაციას. საგულისხმოა ისიც რომ მონაწილეობას ქურთებიც იღებენ.
მინდა გესაუბროთ ამ ომით გამოწვეულ შედეგებზე. 2013 წლის მონაცემებით, სირიის მოსახლეობა 23 მილიონს აღწევდა. ამ ომმა მილიონობით ადამიანს დაატოვებინა საკუთარი სახლი, 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 6 მილიონი სირიელი დაფიქსირდა სახლ-კარ დატოვებული და სხვაგან გადასახლებული, ხოლო 4 მილიონამდე კი ლტოლვილი. 2016 წლის მონაცემების მიხედვით სირიის სამოქალაქო ომში დაღუპულთა რიცხვმა 400 ათასს მიაღწია, 2016 წლის 30 სექტემბრის რეგიონული კვლევის შედეგებით თურქეთში, ეგვიპტეში, ლიბანში, იორდანიასა და ერაყში რეგისტრირებულია ქვეყნიდან ომს გამოქცეული დაახლოებით 4,8 მილ სირიელი. დღევანდელი ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 500 000 -ს აღწევს, 7,6 მილ სახლ-კარ დატოვებულს და სხვაგან გადასახლებულს, ლტოლვილთა რაოდენობა კი 5,1 მილიონი გახდა. გაუარესდა სანიტარია რის გამოც ამაღლდა დაავადებების გავრცელების საშიშროება. დაფიქსირებულ დაავადებათა შორის არის ჰეპათიტი, ტუბერკულიოზი, ლეიშმანიოზი და ა.შ.. შიდა არეულობის გამო გაიზარდა დანაშაულების ჩადენის ტალღაც. შეუძლებელია ყმაწვილებისთვის ზოგადი განათლების მიღება, არის სახსრების ნაკლებობა ოჯახების გადასარჩენად.
სურსათი და მედიკამენტები საგრძნობლად შემცირებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ ამ სხდომაზე მყოფი ქვეყნები, როგორიცაა (კატარი არ არის სხდომაზე მაგრამ შესაძლებელია თქმა) თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საუდის არაბეთი, მხარს უჭერენ ოპოზიციათა მხარეს და ამარაგებენ მათ ცეცხლსასროლი საშუალებებით, ფინანსურად და დიპლომატიურად კი მხარს უჭერენ. ასევე ისრაელის და სხვა ქვეყნების მიერ დადანაშაულება თუ როგორ მტკიცედ და უსამართლოდ ვექცევით საკუთარ მოსახლეობას, ჩვენთვის ძალიან გამაღიზიანებელია და შეურაცხყოფილი ვრჩებით.
სამთავრობო სამხედრო ქვედანაყოფები წარმატებით იბრძვიან ტერორისტების წინააღმდეგ. ჩვენ მადლიერები ვრჩებით რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით, როგორც სახმელეთო დახმარებით, ასევე ავიაციური დახმარებეთაც. ასევე მადლიერები ვართ ჩინეთის, იორდანიის და ერაყის წინაშე.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ქვეყნის პოზიციას და მიდგომას. ჩვენ მოვუწოდებთ და ვთხოვთ სხვა ქვეყნებსაც, რომ მხარი დაგვიჭირონ და ერთიანი მოლაპარაკებებით შევიმუშავოთ გეგმა, რითიაც ყველაფერი დარეგულირდება და დადგება ის დრო, როდესაც სირიის სამოქალაქო ომი დასრულდება. იმედი მაქვს ჩვენ მიერ ერთიანად შემუშავებული გეგმა, ყველა ქვეყნისთვის და მხარესთვის მისაღები იქნება და საერთო აზრამდეც დავალთ.

მადლობა ყურადღებისთვის.

აღსანიშნავია ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ „იგილი“ ( ISIS )

Комментариев нет:

Отправить комментарий