ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი

ევროკავშირი
საფრანგეთის პოზიცია ქალთა სოცილურ-პოლიტიკური დისკრიმინაციის შესახებ
      პატივი მაქვს მოგესალმოთ საფრანგეთის სახელით პატივცემულო დელეგატებო,ქალბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ წარვადგინო საფრანგეთის ოფიციალური პოზიცია ქალთა სოციალური და პოლიტიკური დისკრიმინაციის თემაზე.
     ქალთა დისკრიმინაცია საერთაშორისო პრობლემაა რომელიც მთელს მსოფლლიოში დგას პრობლემა ევროპის ქვეყნებში ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის.ზოგადად გენდერი არის ქალისა და მამაკაცის სოციალურად დამტკიცებული როლები რომლებიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ის დამოკიდებულია ასაკზე სექსუალურ ორიენტაციაზე ეთნიკურობაზე და ა.შ.
ქალებს შეზღუდული აქვთ განათლების მიღების რესურსი,ასევე უმეტეს ქვეყნებში მათზე სქესობრივი ძალადობა ხორციელდება ქალის უფლებებისა,გენდერული თანასწორობის დაცვა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.საფრანგეთში მიმდინარეობს ქალთა დისკრიმინაციის მასიური აღმოფხვრა 21-ე საუკუნეში,მაგრამ სრულად არ არის აღმოფხვრილი.ადამიანის უფლებებისა ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ისევე როგორც დანარჩენ განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებში საფრანგეთშიც არსებობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრობლემები მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთს უნაკლო პოლიტიკა აქვს.
    კერძოდ ქალთა დასაქმება ერთერთი ფუნდამენტალური პრობლემაა,ქალთა დასაქმების მაჩვენებელი პროცენტულად ბევრად ჩამოუვარდება მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებლებს.
მოვუწოდებთ შესაბამის მოქმედ ორგანიზაციებს,რომ ფლობდნენ მეტ ინფორმაციებს ქალთა უფლებების შესახებ (შრომით ინსპექციებს),აუცილებელია პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრა.
    საფრანგეთში ადრეულ დროში ქალები ზედმეტად შეზღუდულნი იყვნენ.ისინი წარმოადგენდნენ საზოგადოების მეორე ფენას და მათ შესახებ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები,რაც დღეს საფრანგეთში უმეტესად აღმოფხვრილია.
     საფრანგეთი ყოველთვის ცდილობდა მიზნის დასახვას და მის განხორციელებას 1970იანი წლებიდან გენდერული და ქალთა კვლევები გაძლიერდა(სოციოლოგიაში და კულტურაში).მამაკაცების შემოსავლები ქალების შემოსავლებზე 37%ით მეტია,შრომით ბაზარზე კი ქალთა ჩართულობა 60% თუმცა მათი დასაქმების მაჩვენებელი,როგორც შემოსავლები  მამაკაცებთან შედარებით საკმაოდ დაბალია,მრავალშვილიანობის შემთხვევაში კი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შანსები იზრდება,ამრიგად ქალები ზარალდებიან როგორც ფინანსური ასევე მორალური მხრიდან.
     საჭიროდ მივიჩნევთ დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა ადამიანები განათლების დონის მიხედვით შეაფასონ და არა სქესის.
რაც შეეხება კვოტირებას.საფრანგეთში 2000 წელს შემოიღეს ტერმინი „კვოტირება“ რომელიც ვრცელდება როგორც კერძო სექტორში ასევე საზოგადოებრივში.კვოტირება შეიცავს რაღაც მხრივ დისკრიმინაციას,რადგან ამ დროს პირის არჩევა ხდება არა განატლების მიხედვით არამედ სქესის მიხედვით რაც შეურაწმყოფელია.
    მივიჩნევთ რომ, უნდა მოხდეს კვოტირების აღმოფხვრა და დასაქმება განათლების დომის მიხედვით.
განათლების მხრივ,მიუხედავათ იმისა რომ 2000 წელს საფრანგეთი ამ პრობლემის აღმოფხვრის გზას ადგას 2015 წლიდან საშუალო სკოლაში იჩინა თავი შემდეგმა პრობლემამ: გოგონები 11-16 წლამდე ვერ ასრულებენ საშუალო განათლების საფეხურებს ბოლომდე,რისი მიზეზიც იყო: ადრეული ქორწინება ან სექსუალური ძალადობა.ამოს შემდეგ გაიზარდა იმის მოთხოვნა რომ გოგონებს ზუსტად ისეთივე უფლებები უნდა ქონდეთ როგორიც აქვთ ბიჭებს.საფრანგეთში გოგონების რიცხვი რომელიც ბოლომდე ასრულებს განათლებას სამჯერ ნაკლებია,იმ გოგონებზე რომლებიც ვერ ამთავრებენ.გამოსავალი შემდეგი წესების დამკვიდრებაშია:
 1) სავალდებულოი გახდეს საშუალო სკლის დამთავრება;
 2)სკოლებში მეტი კონტროლი იყოს იმის გამო რომ არ დაირღვას უგლებები
  3) ყველანაირი სახის შეურაცხყოფა აუცილებლად უნდა განადგურდეს იქნება ეს მასწავლებლისგან თუ მოსწავლისგან;
4) ისწავლებიდეს დამატებით საგნად უფლებები და მოვალეობები.
   
დასკვნა
 მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთში მუდმივად მიმდინარეობს დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესი,თუმცა ბოლომდე მაინც არ არის მოსპობილი. მოვუწოდებ ქალებს რომ დაიცვან საკუთარი უფლებები ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად და მეტი ნაბიჯი გადადგან მათივე უკეთესი მომავლისთვის.

მადლობა ყურადღებისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий