საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი


გაერთიანებული სამეფოს პოზიცია

მოგესალმებით ქალბატონებო  და ბატონებო , მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ლონდონის ოფიციალური პოზიცია მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
ყოველ ზაფხულს ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით იმიგრანტი ჩადის უკეთესი ცხოვრების საძიებლად . იმიგრაციის პრობლემა, როგორც ასეთი, ევროპის ცხოვრებაში და მის მედიაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ დადგა. ბრიტანული გაზეთები ბრიტანეთის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ნაციონალური ოფისის ახალი პროგნოზების შესახებ წერენ. ანგარიშის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობა, რომლის რაოდენობაც ამჟამად 65,6 მილიონია 2029 წლისთვის 70 მილიონს გადააჭარბებს.ეს იმას ნიშნავს, რომ წინა საუკუნის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 50%-ით მეტი იქნება. თუ ამ მონაცემებში არაპირდაპირ მიგრანტებსაც (მიგრანტების შვილებს) ჩათვლიან, ამ შემთხვევაში ქვეყანაში მცხოვრებთა რიცხვი 77%-ით გაიზრდება.ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  საემიგრაციო საკითხებში, რობერტ გუდვილმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ქვეყანაში ჩასული ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. მისი თქმით, მთავრობის მიზანია ათიათასობით მიგრანტის რაოდენობა შემცირდეს.
მოკლედ შევეხოთ ბრიტანეთის გამოსვლას ევროკავშირიდან ანუ Brexit-. Brexit არის ორი სიტყვის Britain-სა (ბრიტანეთი) და exit-ის (გასვლა) ჰიბრიდი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება.
Brexit-ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის რომ ევროკავშირი მიგრაციის პრობლემას ვერ ჭრიდა და თან ის ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა.
დიდი ბრიტანეთი კუნძულია და ზღვა მისი ბუნებრივი დამცველია . მაგალითად იტალიაში არალეგარული გზით 37,000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. წელს იტალიის მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ნავები უკან გააბრუნა მანამ, სანამ ისინი ხმელეთს მიაღწევდნენ. ამ ზომამ იტალიაში ჩასვლის მოსურნე არალეგალური იმიგრანტების რაოდენობა გაანახევრა. იგივე ზომები შეიძლება გაატაროს ბრიტანეთის მთავრობამაც.
ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, იმიგრანტებზე პასუხისმგებლობას ის ქვეყანა იღებს, საიდანაც ისინი პირველად შედიან კავშირის ტერიტორიაზე. ეს პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის სამხრეთელ წევრებს შორის, რომლებიც სატრანზიტო პუნქტებს წარმოადგენენ იმ მიგრანტებისთვის, რომელთაც ჩრდილოეთში, უფრო მდიდარ ქვეყნებში, სურთ გადასვლა. ეს სატრანზიტო ქვეყნები თვლიან, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებელთა მხრიდან საბუთების ევროკავშირის გარედან გაგზავნას. თუ თხოვნა დაკმაყოფილდება, მიგრანტებს ამის შემდეგ შეეძლებათ ევროკავშირში შესვლა. მაგრამ ეს - ისევე როგორც განხილვის პროცესში არსებული სხვა შესაძლო ზომები - გრძელვადიანი პერსპექტივაა.
გმადლობა ყურადღებისთვის!

საქართველოს პოზიცია!


მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები.საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით,მიგრაციული პროცესების მართვა არის ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მიგრაცია ოდითგანვე იყო საქართველოს პრობლემა.მისი მიზეზი ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, თუმცა ძირითადი მაინც არის ეკონომიკური სიდუხჭირე. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ემიგრაციაში კაცებთან ერთად მომრავლდა ქალების რიცხვიც. უამრავი ქალი ტოვებს ოჯახს და მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინოს ოჯახი. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქალების წილი ემიგრაციაში საკმაოდ სოლიდურია. კაცებთან შედარებით ქალებს გაცილებით მეტი პრობლემა ექმნებათ უცხო ქვეყანაში. ქართველი ქალები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან მიგრაციის პერიოდში.საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად უცხოეთის არაერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ცუდი სამუშაო პირობებისა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანისთვის ისევ მიმზიდველი პერსპექტივაა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ემიგრანტების რაოდენობა იყო 96 000, ხოლო იმიგრანტების 92.600. 2014 წელს 88 700 ემიგრანტი 82 200 იმიგრანტი გვყავდა.ფაქტია, რომ დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპი, შემცირებულია შემოსავლები, ქვეყნიდან გასვლა კი ამ ვითარებაზე ადამიანების ერთერთი რეაქციაა.    ეს ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება.რადგან საქართველოში საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. ფაქტია, რომ დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპიც, შემცირებულია შემოსავლები, ქვეყნიდან გასვლა კი ამ ვითარებაზე ადამიანების ერთერთი რეაქციაა. ეკონომიკური მგომარეობის ასამაღლებლად საჭიროა ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. რადგან რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიღოთ და დამაკავშრებელი ხიდი ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის. აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. საწარმოების განვითარებით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შიდა და გარე მიგრაციის შეჩერებას და შემდგომში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
მადლობა ყურადღებისთვის!



Комментариев нет:

Отправить комментарий